თიანეთის მთებში საძოვარზე 60 წლამდე მწყემსი მოკლეს

0
197

თიანეთის მთებში საძოვარზე 60 წლამდე მწყემსი მოკლეს. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობსი მუხლით დაიწყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – აღნიშნულია შსს-ის გავრცელებულ განცხადებაში.

ცხედრის პოვნიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 წლამდე პირი დააკავა.

წინა სტატიაკლინიკებსა და თვითიზოლაციაში მყოფებს ხმის მიცემა გადასატანი ყუთით შეეძლებათ
შემდეგი სტატიადმანისში ენმ-ის მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური