თიანეთის მთებში საძოვარზე 60 წლამდე მწყემსი მოკლეს. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობსი მუხლით დაიწყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – აღნიშნულია შსს-ის გავრცელებულ განცხადებაში.
ცხედრის პოვნიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 წლამდე პირი დააკავა.