მიხელ სააკაშვილი : თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, მიშა ვერაფერს ვერ უშველის.

0
176

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებულ პირობას შეასრულებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, სხვებმაც გაანძრიონ ხელი.

„მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი არ გვეშველება – მე, რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი და ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ორ წუთში უპრობლემოდ. თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს ვერ უშველის. ამას ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა. ამიტომ, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა მიხელ სააკაშვილმა ფრანკფურტში 23 სექტემბერს ონლაინკონფერენციაზე.

მან ისაუბრა საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს აღქმაზე და თქვა, რომ ამერიკის კონგრესსა და სენატში გამართული შეხვედრები მოწმობს, რომ ისინი დაიღალნენ და ქართველი ხალხი თუ თვითონ არ მოინდომებს თავისუფალი, დემოკრატიულ სისტემის შექმნას, ისინი დახმარებას ვერ შეძლებენ.

„ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება, რომ დაიღალნენ. ისმის ფრაზა – ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში. ეს დაახლოებით ისე ჟღერს, ბაიდენმა რომ თქვა ავღანეთზე – თუ არ უნდათ ბრძოლა, ჩვენ რატომ უნდა ვიბრძოლოთ მათ ნაცვლადო. ეს ფრაზა გუშინ და გუშინწინ დაახლოებით 30-ჯერ არა მაგრამ, 15-ჯერ მოვისმინე, რომ თუ თქვენ არ გინდათ თავისუფლება, ჩვენ რა შუაში ვართ, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებით აქ – დაახლოებით ასე ჟღერს, მათი დიპლომატიური ენიდან რომ გადმოვთარგმნოთ. საუბარი იმაზე, რომ ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები, არაფერი გვეშველება – ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს, თუ ხელი არ გავანძრიეთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ყველაფერი ან არაფერი – დისკუსია გერმანიაში ჩატარებულ და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ“ – ამ სახელწოდების ღონისძიება, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ონლაინრეჟიმში გაიმართა ორგანიზაცია „EuropaUnion Frankfurt“-ის ორგანიზებით. მომხსენებლები იყნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი და მიხაელ გალერი.

წინა სტატიაისრაელში არავაქცინირებულ მასწავლებლებს ხელფასს არ გადაუხდიან
შემდეგი სტატიაკლინიკებსა და თვითიზოლაციაში მყოფებს ხმის მიცემა გადასატანი ყუთით შეეძლებათ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური