მთავარისიახლეებიმიხეილ სარჯველაძე - კარლ ჰარცელს მელიასთვის უნდა ეთქვა: მელია, გაჩერდი და ასე...

მიხეილ სარჯველაძე – კარლ ჰარცელს მელიასთვის უნდა ეთქვა: მელია, გაჩერდი და ასე ნუ იქცევი

Published on

ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში, ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას და ა.შ. ეს ადგნენ და ერთმანეთში არკვიონ, – ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას.

სარჯველაძის თქმით, კარლ ჰარცელს მელიასთვის უნდა მოეწოდებინა, რომ მსგავსი ქცევებისგან თავი შეიკავოს.

„იმის ნაცვლად, რომ გამოვიდნენ და თქვან, რაც მელიამ იკადრა, ეს არის წარმოუდგენელი რამო, ამის ნაცვლად, ალტერნატიულ ვერსიებს და საყურადღებო ცენტრებს ქმნიან, რატომ? ვის რა როლი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში ასეთი დაძაბულობის კერები იქმნებოდეს, უნდა გამოვიდეს და უთხრას – მელია, გაჩერდი და ასე ნუ იქცევი. მათ შორის, მელიასთვის უნდა ეთქვა ეს (ჰარცელს) და თავს იკავებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე. რას მიანიშნებს და რა როლი უნდა ჰქონდეს კარლ ჰარცელს ყველაფერში, სარჯველაძე არ აკონკრეტებს.

„არ ვიცი. როგორ დაიდგა, რა როლი აქვს, კარგად გაიგეთ რაც ვთქვი, ვის რა როლი აქვს ამაში და როგორ იღებდა მონაწილეობას, მე ვერ გეტყვით. რას ჰქვია მივანიშნებ? არ ვიცი, ვინ როგორ მონაწილეობდა იმაში, რაც ვიხილეთ, რომელიც იყო სრულიად ამაზრზენი,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა ” “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა, რომ ევროკავშირის ოფისში შეხვედრისას, მას შემდეგ რაც მელიასა და კობახიძეს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და ადგილზე ქართული ოცნების” აქტივისტები მივიდნენ, კარლ ჰარცელი პირდაპირ ხაზზე იმყოფებოდა შსს- თან, რათა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უსაფრთხოდ დაეტოვებინათ ევროკავშირის წარმომადგენლობა, თუმცა, ჰარცელმა უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღო.

სიახლეები

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...