მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ საქართველოს თავისუფლების განადგურების პროცესი, რომელიც ჩვენს...

მიხეილ სააკაშვილი: ,,დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ საქართველოს თავისუფლების განადგურების პროცესი, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება ”

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადამწყვეტი არჩევნების წინ ვაშინგტონში შეხვედრები გამართა  ამერიკელ კანონმდებლებს ჯიმ რიშს, ჯინ შაჰინს და სენატორ რონ ჯონსონს თავისი პოლიტიკური გეგმები გააცნო. მათგან კი მიიღო პირობა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ამერიკული დელეგაიცა ჩამოვა.

ამით სააკშვილმა ვაშინგტონში შეხვედრები დაასრულა და ფრანკფურტში ჩავიდა, სადაც ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ მაიკ გელერთან და ევროპარლამენტში მწვანეთა პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ვიოლა ფონ კრამონთან ერთად სტუდენტებსა და ქართულ სატვისტომოს შეხვდა.

საუბრის თემა 2 ოქტომბრის არჩევნები და მისი მნიშვნელობა იყო. ევროპარლამენტარებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. მათი შეფასებით, ივანიშვილი ცდილობს თავისი პარტიის მხარდაჭერის მკვეთრი შემცირება ძალადობით დააკომპენსიროს და გაყალბებით გადაფაროს, ამიტომ თავისი სიტყვა ხალხმა უნდა თქვას.

საქართველოში თავისუფლების განადგურება ხდება ჩვენს თვალწინ. აუცილებელია, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ შევაჩეროთ… თუ ჩვენ მივდივართ იმაზე, რომ პირველ რიგში ძალიან ბევრი ხალხი მივიდეს ხალხი არჩევნებზე, “ქართული ოცნება” მოუწოდებს, რომ ხალხი არ მივიდეს, არაფერს არ ცვლისო, ამბობენ… – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...