მთავარისიახლეებიისრაელში არავაქცინირებულ მასწავლებლებს ხელფასს არ გადაუხდიან

ისრაელში არავაქცინირებულ მასწავლებლებს ხელფასს არ გადაუხდიან

Published on

ისრაელის სკოლებში მასწავლებლებს ე.წ. “მწვანე პასპორტის” გარეშე 2 სექტემბრიდან არ უშვებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილებით კი, ასეთ პედაგოგებს 3 ოქტომბრიდან ხელფასსაც აღარ გადაუხდიან. ამის შესახებ გამოცემა Times of Israel წერს.

არც დისტანციურად მუშაობის საშუალება არ მიეცემათ პედაგოგებს, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ არ ექნებათ, რაც ვაქცინაციის, კორონავირუსის გადატანის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დადასტურებას გულისხმობს.

მართალია სიახლე 210 ათასიდან მხოლოდ 300 მასწავლებელს შეეხება, თუმცა საკითხზე მსჯელობა მაინც მიმდინარეობს.

მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელი რან ერეზი მომხრეა არავაქცინირებული პედაგოგები არ შეუშვან სკოლაში, თუმცა მათთვის ხელფასის შეწყვეტას არ ეთანხმება. მანვე სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლის თანახმად, სკოლაში არ უნდა დაუშვან არც მწავნე პასტორტის არ მქონე 12 წლის ზემოთ მოსწავლეები. ამ საკითხს სასამართლო 20 ოქტომბერს განიხილავს.

ისრაელის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხალ კოენი აცხადებს, რომ „აბსოლუტურად წარმოუდგენელია კლასში შევიდეს არავაქცინირებული პედაგოგი, რომელიც ამავდროულად უარს ამბობს ტესტირებაზე“.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....