მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ის ქალი მე ვარ!'' - გახარიას მომხრე ქალთა ჰეშთეგი

,,ის ქალი მე ვარ!” – გახარიას მომხრე ქალთა ჰეშთეგი

Published on

,,ის ქალი მე ვარ” – ამ ჰეშთეგით მიმართავენ  ირაკლი კობახიძეს სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას  პარტიის, “საქართველოსთვის” წევრები

ისინი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, ქალი, რომელმაც გახარიას კოკაინი გაასინჯა, საკრებულოს სიაშია.

გუშინ, 23 სექტემბერს კობახიძემ  იმედის ეთერში განაცხადა, რომ “გიორგი გახარიას კოკაინი პირველად ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა და მას შემდეგ აქვს მას ეს პრობლემა”.

,, ეს ქალბატონი არც არასდროს ყოფილა ქართული ოცნების წევრი, მაგრამ საკრებულოს სიაშია გახარიას პარტიიდან.  მას შემდეგ, რაც ამ ქალმა კოკაინი გაასინჯა, გახარია  წავიდა პარტიიდან და ხელიდან. ვიცით კონკრეტული სახელი და გვარიც. მძიმე შემთხვევაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მოვერიდები, რომ დავასახელო. ჯერ ერთი იმის გამო, რომ ,  ქალბატონს ეხება საქმე.ისე კი გეტყვით, რომ  ეს ინფორმაცია უტყუარია. ” – თქვა კობახიძემ.

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...