მთავარისიახლეებიპოლიტიკადმანისში ენმ-ის მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

დმანისში ენმ-ის მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

Published on

ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაიმართა დმანისში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის საქმეზე ბრალდებული დავით დაუთაშვილის სასამართლო პროცესი. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცველებმა დავით დაუთაშვილი 2021 წლის 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაცვის მხარე, რომელიც პროცესს დისტანციურად ესწრებოდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას არ იზიარებს. ადვოკატ გია მაჩიტაძის თქმით, დასადგენია, როგორი იყო დაპირისპირების დროს ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომ დაჭრილ პირს მიყენებული აქვს სხეულის მძიმე დაზიანება.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული უარყოფს, რომ მას პოლიტიკური მოტივი ამოძრავებდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მის ხელთ არსებული დანით მოხდა ამ ორი პიროვნების დაჭრა, მაგრამ არავითარ შუაში არ არის პოლიტიკური მოტივი. მხოლოდ ერთი რამე ამოძრავებდა მას, რომ დახმარებოდა მამას, რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალურად ემუქრებოდა საფრთხე. ასევე დასადგენია, როგორი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა”, – აღნიშნა მაჩიტაძემ.

შეგახსენებთ, დავით დაუთაშვილი „ქართული ოცნების“ დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილია.

ჟურნალისტებთან  საუბარში მიხეილ დაუთაშვილი ამბობს, რომ შვილი პოლიციაში თავად მიიყვანა, რათა მომხდარზე პასუხი აგოს, ამასთან განმარტავს, რომ დავით დაუთაშვილი მომხდარის დროს აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შეკითხვაზე, უნდა მოიხსნას თუ არა დმანისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის კანდიდატურა მომხდარის შემდეგ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა – „კანდიდატი რა შუაშია? თუ არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც დანაშაულში ბრალი მიუძღვის, ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი“.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...