მთავარისიახლეებისაზოგადოებაამირან გამყრელიძე: სექტემბრის ბოლოსთვის ვოცნებობდით მილიონ აცრაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოდის

ამირან გამყრელიძე: სექტემბრის ბოლოსთვის ვოცნებობდით მილიონ აცრაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოდის

Published on

 NCDC-ს დირექტორი ამირან გამყრელიძე  ვაქცინაციის ტემპის შემცირებაზე ლაპარაკობს
აგვისტო გვქონდა კარგი, დღეში 23 000 აცრა გვქონდა, მთლიანად აგვისტოში –  715 000.  სექტემბრის 16 რიცხვამდე მოვდიოდით კარგი მაჩვენებლით, დღეში 24 000 აცრა გვქონდა, მაგრამ,  რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ ვართ, რადგან  ძალიან გვინდოდა, სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო, ვიდრე აგვისტოში, ანუ სადღაც ავსულიყავით, 800 000-900 000-ზე და ვოცნებობდით მილიონზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოდის.

,,მე-5 ტალღა აუცილებლად იქნება ყველგან, მთელ მსოფლიოში მათ შორის ჩვენთანაც, თუ ავიცრებით მაქსიმალურად და გვექნება კარგი მოცვის მაჩვენებელი, მე-5 ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, თუ არ ავიცრებით, მაშინ მე-5 ტალღა იქნება მძიმე”

ამასობაში, 16 სექტემბრიდან კი აცრის მაჩვენებელი ქვეყანაში თანდათან იკლებს, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ მოსახლეობას კომუნიკაციას ვაკლებთ, ანუ მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმაცია და ადგილზე, თითოეულ დასახლებულ პუნქტში მივიდეთ და დავარწმუნოთ, რომ ეს არის დიდი სიკეთე. ჩვენ თუ აცრილი ვართ, მეტად ვართ დაცული, აქედან გამომდინარე, ყველა ტელევიზიამ დღეში რამდენჯერმე უნდა ილაპარაკოს, თითოეული რეკლამა უნდა ეძღვნებოდეს აცრას – ამბობს NCDC-ს დირექტორი ამირან გამყრელიძე

.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...