მთავარისიახლეებიოპოზიციის ლიდერები დღეს ევროკავშირის ელჩს შეხვდებიან

ოპოზიციის ლიდერები დღეს ევროკავშირის ელჩს შეხვდებიან

Published on

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდებიან.

შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი სიძულვილით და ძალადობით სავსე წინასაარჩევნო გარემო იქნება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, დიპლომატები კარგად არიან ინფორმირებული ყველა იმ მძიმე მეთოდზე, რომელსაც “ქართული ოცნება” ხელისუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.

“ყველა დეტალზე იქნება საუბარი, რა გეგმა გვაქვს, რა ხდება მიმდინარე დღეებში, რა ძალადობას აქვს ადგილი რეჟიმის მხრიდან, თუმცა, კარგად არიან ინფორმირებული ჩვენი მეგობრები. ვაპირებ კიდევ ერთხელ დავსვა რეფერენდუმის საკითხი. ქართული ოცნება ვერ იღებს, ახლოსაც კი ვერ უახლოვდება 43%-ს და ეჭვი არ მეპარება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ქართველ ხალხს დაუდგება გვერდში, მხარს დაუჭერს და მალევე, რამდენიმე საათში, ბიძინა ივანიშვილი იძულებული იქნება, გამოვიდეს, გააკეთოს განცხადება, რომ ქვეყანაში ჩაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები”, – თქვა ნიკა მელიამ.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...