ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დაუპირისპირდნენ. კობახიძემ ოპოზიციის ლიდერი პროვოკაციაში დაადანაშაულა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დასრულდა ქართული ოცნების წევრების შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. კობახიძე სწორედ ამ შეხვედრიდან გამოვიდა.
დაპირისპირება კი ირაკლი კობახიძის კომენტარს მოჰყვა, როდესაც ის დმანისის ინციდენტზე საუბრობდა და ოპოზიციას ადანაშაულებდა, ნიკა მელია ამ დროს კობახიძესთან მივიდა და ტყუილში ამხილა, რასაც კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა.
დიპლომატებს ახლა ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა შეხვდნენ