27 წლის მათე გეთია, რომელიც ზუგდიდი-ანაკლიის ავტომაგისტრალის, დარჩელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შეგახსენებთ, დაშავებული ავტომანქანის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდებოდა მძიმედ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მას ორსული ცოლი და ერთი შვილი დარჩა.