მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსახლეობა აუცრელობით თავის თავსა და ქვეყანას აპოკალიფსს უწყობს - თენგიზ ცერცვაძე

მოსახლეობა აუცრელობით თავის თავსა და ქვეყანას აპოკალიფსს უწყობს – თენგიზ ცერცვაძე

Published on

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ის რაც  ვაქცინაციასთან დაკავშირებით  ხდება, კატასტროფა ქვეყნისთვის. მოსახლეობა აუცრელობით ა თავის თავსა და ქვეყანას აპოკალიფსს უწყობს.

“შეშფოთებულები ვართ ვაქცინაციის ტემპის ერთხანს მატების შემდეგ, როდესაც გავედით 25-30 ათასზე და იმედი გვქონდა, რომ 40-50 ათასზე გავიდოდით, ზოგადად დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა, ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით – ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი.

კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ,  მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი,  ანგაჟირებულია, პოლიტიზებული და არის  ცალკეული ვაიექსპერტების ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, ასეათუ ისე,  მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს.

13 ათასი ვაქცინა დღეში არის საბოტაჟი, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ, ვინც გადაცილებული არიან 60 წელს , ფაქტობრივად, სწირავენ ისინი ამ ადამიანს, როდესაც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე რაღაც მოსაზრებით”, – განაცხადა იმნაძემ.

ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყნის მასშტაბით დღიურად 15 000-ზე ნაკლები აცრა ტარდება, ამ რიცხვში შედიან ისინიც, ვინც მეორე დოზა გაიკეთეს.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...