მთავარისიახლეებიპოლიტიკალიეტუვის პრეზიდენტმა ნაუსედამ გაეროში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივების უფლებებზე ისაუბრა,

ლიეტუვის პრეზიდენტმა ნაუსედამ გაეროში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივების უფლებებზე ისაუბრა,

Published on

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე  ისაუბრა.

ნაუსედამ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით ვითარების გაუარესებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალების აგრესიული ქმედებები ადგილობრივების ცხოვრებას ართულებს.

“აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით ვითარების გაუარესების მოწმენი ვხდებით. საოკუპაციო ძალების აგრესიული ქმედებები, როგორებიცაა ბორდერიზაცია, გადაადგილების შეზღუდვა და უკანონო დაკავებები, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას. ჩვენი მოვალეობაა, აგრესორს პასუხი ვაგებინოთ”, – თქვა ნაუსედამ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...