ან-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა – შემთხვევა ხაბაროვსკთან

0
395

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის ოლქში, რადარებიდან გაქრა ან-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.

„თვითმფრინავი ან-26 ასრულებდა ტექნიკურ ფრენას ხაბაროვსკიდან 40 კილომეტრის დაშორებით, მაგრამ მოულოდნელად შეწყვიტა კავშირზე გამოსვლა და რადარებიდან გაუჩინარდა“, – განუცხადა წყარომ სააგენტო „ინტერფაქსს“.

ან-26 კლასის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში დაადასტურეს თვითმფრინავის დაკარგვა. იუწყებიან, რომ თვითმფრინავის მოსაძებნად გაგზავნილმა შვეულმფრენმა, ცუდი ამინდის გამო, ვერ შეძლო მისი პოვნა.

ანტონოვის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შექმნილი ამ ტიპის თვითმფრინავი წელს უკვე მეორედ გაუჩინარდა რუსეთის ტერიტორიაზე. ადრე ავიაკასტროფა მოხდა   კამჩატკაშივე , სადაც მოგვიანებით დადგინდა, რომ ან-26-ის თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. სამგზავრო თვითმფრინავი პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან დაბა პალანისკენ მიფრინავდა.

თვითმფრინავში 22 მგზავრი, მათ შორის, ერთი ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

წინა სტატიამოსახლეობა აუცრელობით თავის თავსა და ქვეყანას აპოკალიფსს უწყობს – თენგიზ ცერცვაძე
შემდეგი სტატიააშშ გმობს ძალადობრივ, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური