ხელისუფლება ფოთში ამომრჩევლების გადაბირებას და მოსყიდვას ხელგაშლილი სუფრებით ცდილობს- როგორც ირკვევა, მმართველმა პარტიამ 40 000 ლარის გოჭები იყიდა და ახლა მათ ქალაქის თონეებში წვავენ.
200 შემწვარი გოჭი საუბნო საარჩევნო კომისიებზე უნდა გადანაწილდეს – თითო უბანზე 6 გოჭი, საიდანაც 2 კომისიის თავმჯდომარეს დარჩება, 4-4 კი უბნის მაყურებლებზე და ქუჩის მაკონტროლებლებზე გადანაწილდება.
დაკლული გოჭები თონეებში რამდენიმე პარტიად მიიტანეს. ჩვენმა ჯგუფმა რამდენჯერმე გადაიღო დღის განმავლობაში ერთ-ერთი ასეთი ადგილი და გოჭები იქ ამ დრომდე 10-10 ცალად მიაქვთ.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ თანხების ნაწილი ბიუჯეტიდან იყოს დახარჯული.