გიორგი გახარია და კახი კალაძე კაცობაზე და პოლიტიკოსობაზე ,, ბლატაობენ”

0
239

კახა კალაძემ მერობის კანდიდატების დებატების დროს თქვა, რომ გიორგი გახარიასთვის “ნარკომანობა არვის დაუბრალებია”, “ნარკომანობასთან დაკავშირებით, მგონი არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს , რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება შენს საქციელს, მე პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი – არ მომეწონა ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყო, როცა კითხვა ისმება გიორგი გახარიაზე. მე, პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. თბილისმა გადაწყვიტოს”,-უპასუხა კალაძემ გახარიას, 

თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, კაცურ საქციელს განსაზღვრავს ქმედება და არა კაცობაზე საუბარი.

მან ასევე აღნიშნა, რომ არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრობას ქვეყნის მართვის რესურსი არ გააჩნია.

“სამწუხაროდ, დღეს არც ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა ხალხზე არ ფიქრობს. რეალურად ერთი შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მეორე რევანშისტული მიზნით. მაგრამ არც ერთს და არც მეორეს, პოლიტიკური რესურსი დღეს ქვეყნის მართვის და მათ შორის, ქალაქის მართვის არ გააჩნიათ სამწუხაროდ ეს ფაქტია, ეს უნდა ვაღიაროთ.

ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც მოგვცემს ჩვენ, ყველას ერთად შესაძლებლობას, დავიწყოთ განახლება, ის განახლება, რომელიც ჭირდება თბილისს და რომელიც სჭირდება საქართველოს. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ საქციელს განსაზღვრავს ქმედებები და ნაბიჯები და არა კაცობაზე საუბარი”, — თქვა გახარიამ პირველი არხის ეთერში.

გიორგი გახარია ამ კომენტარით ასევე თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს გამოეხმაურა. კალაძემ აღნიშნა, რომ ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად თავშეკავებული იყოს, როდესაც გახარიაზე საუბრობს. მისი თქმით, ის პირველ რიგში არის კაცი და შემდეგ პოლიტიკოსი.

,,დღეს კახა კალაძეს არ შევაფასებ, მაგრამ ვიტყვი, რომ “კახა კალაძე რომ იყოს მარტო კახა კალაძე, ეს ერთი შეფასება იქნებოდა”. ექსპრემიერის განცხადებით, მის უკან დგას ქართული ოცნების “ბოსების” უზარმაზარი რაზმი, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ “რა არის ღირსება, რა არის სამართლიანობა, რა არის ტყუილი, რა არის ღალატი, რა არის ბოროტება, რა არის სიკეთე” – განაცხადა გიორგი გახარიამ გახარიამ პასუხად ჟურნალისტების კითხვაზე,  რას ფიქრობს კახა კალაძის ცნობილ განცხადებაზე, რომელსაც დიდ აჟიოტაჟი მოყვა,  როგორც  მინიშნებას იმაზე, რომ გახარია  ,,კოკაიშნიკია”

“არანაირ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. აგიხსნით რატომ. აზრი არ აქვს.-საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, ორგანიზაცია ქართული ოცნების ზოგიერთი დღევანდელი ბოსი რას ლაპარაკობს, იმიტომ, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს, შეუძლიათ ხვალ გამოვიდნენ და სრულიად საპირისპირო თქვან.  ეს ადამიანები ზუსტად ერთი წლის წინ ქება-დიდებას და ხოტბას მასხამდნენ, მაშინაც მათი ქების ფასი იყო ნოლი, დღესაც მათი ლანძღვის ფასი არის ნოლი. მე ნერვი არ გამიტოკდება”.კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო ადამიანებზე, რომელთა სიტყვასაც ფასი აღარ აქვს აღარც ქვეყნის შიგნით, აღარც ქვეყნის გარეთ

ექსპრემიერის განცხადებით, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპონენტის დისკრედიტაცია მოახდინონ. მეტიც, გიორგი გახარიას თქმით, ისინი შეპყრობილნი არიან “უაღრესად დიდი შიშით, რომ არ დაკარგონ ძალაუფლება” და ძალაუფლების ჟინი მათ “უბნელებს აზროვნებასაც და აკარგვინებს გონივრულობას”.

“.

წინა სტატიარას ფიქრობენ ოცნებაში, გახარიას “კოკაინშიკობაზე”, მოღალატეობასა და მიხეილ სააკაშვილთან კავშირებზე. 
შემდეგი სტატია“ყველამ კარგად ვიცით, რა გააკეთეს დღეს დმანისში” – ნიკა მელიამ დებატები დაწყებისთანავე დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური