“ე.წ ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმება” საქართველოს სუვერენიტეტის მორიგი უხეში დარღვევაა – ლიეტუვის ელჩი საქართველოში კალინდრა

0
313

ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა გმობს რუსეთსა და  ცხინვალს  შორის გაფორმებულ შეთანხმებას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ.

“ე.წ ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმება ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის არის საქართველოს სუვერენიტეტის მორიგი უხეში დარღვევა. ლიტვა მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას, რაც ეწინააღმდეგება გაეროს ნორმებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”. – წერს ანდრიუს კალინდრა

20 სექტემბერს რუსეთის ფედერაციასა და  თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს გაფორმდა შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ.

შეთანხმებაs რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დიმიტრი მედოევმა და ცხინვალში რუსეთის ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა მოაწერეს ხელი.

შეთანხმების მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქეს შეეძლება რუსეთის მოქალაქეობის მიღება. შეთანხმება 5-წლიანია და ვადის გასვლის შემდეგ, ავტომატურად 5 წლით გახანგრძლივდება, თუ ერთ-ერთმა მხარემ, ბოლო ვადამდე 6 თვით ადრე, მეორე ცვლილების შესახებ არ გააფრთხილა.