მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ გმობს ძალადობრივ, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და...

აშშ გმობს ძალადობრივ, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში

Published on

დმანისსა და რუსთავში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, რა დროსაც ოპოზიციის მხარდამჭერები დაჭრეს, ხოლო “ქართული ოცნების” ყოფილ წევრს სცემეს, აშშ-ს საელჩო სპეციალური განცხადებით ეხმაურება:

“ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში. ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ.

ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში. მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს.

ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე.” ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...