“მალე სიმართლე იზეიმებს” – მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას მხარდაჭერა გამოუცხადა

0
381

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილების მიხედვით, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას მხარდაჭერა გამოუცხადა.

“იობი აქიაშვილი დაუკავშირდა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, რომელსაც მოუწოდა სიმშვიდისკენ და განუცხადა – “მალე სიმართლე იზეიმებს, რაც სინოდზე მოხდა, იყო წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი. ის მღვდელმთავრები, რომლებიც ყველაზე მეტს ყვიროდნენ, სხდომის წინა დღეს შეიკრიბნენ და წინასწარ დაგეგმეს პროცესების ამ ფორმით განვითარება. ფაქტიურად სინოდს თქვენთან დაკავშირებით არ უმსჯელია, მხოლოდ პატრიარქმა წაიკითხა განჩინება და დაასრულა სხდომა”. აქიაშვილმა ასევე განმარტა – “ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ რუსული ფრთა ძლიერდება, ვინც აქტიურობდა, ყველა რუსული იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ, სერგის (სავარაუდოდ გულისხმობს ნეკრესის მიტროპოლიტ სერგი ჩეკურიშვილს) სულიერი შვილები არიან, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ყველაფერი”.

საუბრის დასასრულს, აქიაშვილმა ცაავას განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ესტუმროს ჭყონდიდის ეპარქიაში და ღიად გამოუცხადოს მხარდაჭერა” – ნათქვამია სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლების მიმოწერაში, რომელიც 2019 წლის 1-ელი ნოემბრით თარიღდება.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა წმიდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრისმტკიცებით, სინოდმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მან პატრიარქი “პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში” ამხილა.

 

წინა სტატიამოახერხა ბიძინა ივანიშვილმა უკვე, რომ მის ელჩს იბარებენ და ეუბნებიან სათქმელს – ნიკა მელია
შემდეგი სტატიაეს განცხადებები იყო დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილი, გაუგებარი და ხისტი – ქართული ოცნება ჰარცელს უტევს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური