მთავარიUncategorized ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს

 ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს

Published on

კომპანია ENKA-ს ინფორმაციით, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ენერგეტიკური პროექტია, რომელიც 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ხორციელდება. ამ ხელშეკრულების გაწყვეტა მძიმე დარტყმაა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკისთვის

აღნიშნულს გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაწყვეტა არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვის.

ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტის ხელშეკრულების შეწყვეტით საქართველოს მიმართ, შეიძლება, 800 მილიონი დოლარის პრეტენზია გაჩნდეს. მისი თქმით, ეს ქართული ოცნების “მავნებლური პოლიტიკის” ბრალია.

“ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს, შეუძლებელია ქართული ოცნების პირობებში ჩვენ მოვახერხოთ და გადავურჩეთ იმ გამოწვევებს, რომელსაც ქართული ოცნება უქმნის თავისი უუნარო, არაკომპეტენტური, მავნებლური მართვით. ახლა ჩვენ ვნახეთ, რომ 800 მილიონი დოლარის პრეტენზია შეიძლება გაჩნდეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, არსებობს უზარმაზარი უკვე ფულადი პრეტენზიები ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკის[ბრალი], როდესაც ის, პრაქტიკულად, ერჩის, დევნის ქვეყნიდან ინვესტროებს. ამის გაგრძელება ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გაკოტრდება”, — აცხადებს ის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა, ვინც ამას ხელი შეუწყო ქვეყნის უნებლიე მტერია.

“გიხაროდენ! ნამახვანჰესის ინვესტორი გაიქცა. ყველა, ვინც ამას შეუწყო ხელი, არის ან უნებლიე მტერი ან ვარლამი!” —  წერს გოცირიძე

,,გილოცავთ, სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა,  რადგან ივანიშვილს არ სურს ხმების და, შესაბამისად, ძალაუფლების დაკარგვა.

ეს არ არის მხოლოდ დაკარგული 800 მლნ დოლარი, აქ ფულს აღარავინ ჩადებს სანამ ეს ხელისუფლებაა

ეს ხელისუფლება არის გარანტირებული სიღარიბის რეცეპტი.

გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, FACEBOOK-ზე ეხმაურება ENKA-ს გადაწყვეტილებას რომლის თანახმად  კომპანია საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს

 

 

სიახლეები

Pax Americana ევროპაში დასრულებულია, ჩვენს ინტერესებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ – მერცი

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს, რადგან Pax Americana-ს ათწლეულები დასრულებულია. ამის...

უბედური შემთხვევა ზუგდიდში: ფასადის სამუშაოებს თურქეთის მოქალაქე ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდის ცენტრში, რომელსაც თურქეთის მოქალაქე, ჩვენი ინფორმაციით, დაქირავებული მუშა ემსხვერპლა.  ტრაგედია მაშინ...

ავტრალიაში ანტისემიტური ტერაქტის მსხვერპლი, სულ მცირე, 11 ადამიანი გახდა

უახლესი ინფორმაციით, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 29 ადამიანი...

პარლამენტის წინ შეკრებილები უკრაინის მხარდამჭერ გლობალურ აქციას უერთდებიან

14 დეკემბრის საღამოს უწყვეტი პროტესტის მონაწილეები სოლიდარობის დემონსტრაციით შეუერთდნენ უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ აქციას-STOP HUMAN...