მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი სასტიკად სცემეს

რუსთავში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი სასტიკად სცემეს

Published on

რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს სცემეს. ივანე გველესიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

როგორც კირკიტაძე ამბობს, გველესიანი რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ააიპ-ში მუშობდა, თუმცა ის ენმ-ის მხარდაჭერის გამო სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.

“წუხელ გვიან ღამით, საკუთარ სახლთან, ახმეტელის ქუჩაზე ივანე გველესიანი ნიღბიანმა ადამიანმა სცემა. ეს ადამიანი აიძულეს რამდენიმე დღის წინ, რომ დაეწერა განცხადება და წამოსულიყო სამსახურიდან იმის გამო, რომ მან საჯაროდ დააფიქსირა ენმ-ს მხარდაჭერა. ის მუშაობდა რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ში. მას დაემუქრნენ რამდენიმე დღის წინ და აუსრულეს კიდეც ქართული ოცნების აქტივისტებმა. ეს ადამიანი წევს ახლა საავადმყოფოში, შეიძლება დასჭირდეს სახეზე ოპერაციაც”, – ამბობს კირკიტაძე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...