ნიკა გვარამია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვაზეა დაბარებული

0
325

თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვები დღესაც გაგრძელდება. გამომძიებლის შეკითხვებს დღეს „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უპასუხებს.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვაზეა დაბარებული ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავაც, თუმცა მან პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა, რის გამოც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაში დაიკითხება.

პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტი ელისო კილაძე. დაიკითხნენ სხვა ჟურნალისტებიც. ასევე გამოიკითხა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

წინა სტატია46 გარდაცვლილი და 2 470 ინფიცირებული – კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
შემდეგი სტატია27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური