მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ეს "საგიჟეთი" უნდა დამთავრდეს. ვიღაც მოშე კლუგჰაფტი ტვინების წინააღმდეგ ომის მთავარი...

მიხეილ სააკაშვილი: ეს “საგიჟეთი” უნდა დამთავრდეს. ვიღაც მოშე კლუგჰაფტი ტვინების წინააღმდეგ ომის მთავარი გენერალია

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში სიძულვილის ბანერების კიდევ ერთხელ გაკვრას ეხმაურება და ამბობს, რომ “ტეხავს”, როცა მოშე კლუგჰაფტი  ივანიშვილის ჩამოყვანილი მთავარი გენერალი ტვინების წინააღმდეგ ომში

სააკაშვილის თქმით, წუხს, რომ ამ დონემდე მივიდა საქართველო და ეს “საგიჟეთი” უნდა დამთავრდეს.

“როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოაფინეს ისევ პლაკატები იქ მე ვარ ცენტრში, მაგრამ ამ პლაკეტების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრალეიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ.

როგორ ეზიზებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლიტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის რომ ჩვეულებრივად დაგასიაფანტებთ. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ გიტყდებათ პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. მაგრად ტეხავს უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველანი ჩვენ და ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, ყველაფერს აქვს საზღვარი. წერტილი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...