მთავარისიახლეებისაზოგადოებამე ბერი ვარ, სიტყვა ღმერთს შევფიცე, ეს როგორ უნდა ამიკრძალოს ს...

მე ბერი ვარ, სიტყვა ღმერთს შევფიცე, ეს როგორ უნდა ამიკრძალოს ს მეუფე სტეფანე?

Published on

სასულიერო პირები, რომლებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანმემ ეკლესიიდან განკვეთა ბრძანების შესრულებას და მონასტრების დატოვებას არ აპირებენ.

სასულიერო პირებთან, სალხინოს მონასტერში მეუფე სტეფანმემ დეკანოზი ტარიელი გაგზავნა, რომლის გამოჩენას მონასტერში სიტყვიერი დაპირისპირებაც მოყვა. დეკანოზმა წირვის დასრულების კელიებში მყოფ სასულიერო პირებს უთხრა, რომ მათ ადგილი უნდა დატოვონ და ობიექტი უნდა დაილუქოს.

სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვრის მამა დანიელის თქმით, ბერების განკვეთის უფლება არავის აქვს და მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადება არანაირ კანონიკაში არ ჯდება.

“ბერობა არის აღთქმის დადება, მე რომ ღმერთს სიტყვა შევფიცე ეს როგორ უნდა ამიკრძალოს და ჩემი ცხოვრების წესში როგორ უნდა შემოვიდეს მეუფე სტეფანე? ეს არავის შეუძლია. ბერობიდან განყენება დედამიწაზე არ მომხდარა, მკვდარიც რომ ვიყო ბერი ვიქნები, ძალით, თუ მოვიდნენ და შემომახიეს არ ვიცი, მაგრამ მაგასაც არ დავთმობ”.- ამბობს მამა დანიელი.

დეკანოზმა ტარიელმა შელაპარაკების შემდეგ ტერიტორია დატოვა, მისი თქმით, დღეს კელიების დატოვებას არავინ მოსთხოვს, სამომავლოდ კი მიტროპოლიტის გადასაწყვეტია.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...