,,გადაშენდით, გაქრით, მეცინება უკვე” – კახა კალაძე უარყოფს კავშირს ფარულ ჩანაწერებთან

0
235

გავრცელებული ინფორმაციით დეპუტატი დიტო სამხარაძე (ფაქტობრივად მმართველი პარტია) მომავალ კვირას ფარული ჩანაწერების კიდევ ერთხელ გავრცელებას აანოსებს.

.”თქვენი ინფორმაციები, თქვენ გაქრით სადღაც, გაჩერდით, თქვენ და თქვენი ინფორმაციები… მაგას დიტო სამხარაძე კი არ ამბობს, თქვენ ამბობთ მაგას, დიტო სამხარაძემ სად თქვა, ეთერში პირდაპირ საუბრობთ და დიტო სამხარაძემ რაღაცა თქვა ეგ გიკვირთ?! რა სასაცილოები ხართ რა, ძაან სასაცილოები ხართ, მეცინება უკვე”.

კახი კალაძე უარყოფს მის კავშირს უკვე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთანაც ,,სიბნელე, სისულელე, ცილისწამება და ტყუილი, რა უნდა ვუწოდო ახლა ამას?”-ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია და გიორგი გახარია ფარული ჩანაწერების უკან სწორედ კალაძეს ხედავენ.

წინა სტატიაამირან გამყრელიძე: დიახ, დღეს ქვეყანაში ყველა სარეკლამო ბანერზე უპირველესი თემა უნდა იყოს იყოს ვაქცინაცია
შემდეგი სტატიამარნეულის მუნიციპალიტეტში 28 წლის მამაკაცი მამაკაცი სარწყავ არხში ჩაახრჩვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური