22-24 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა, ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა

0
200

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

წინა სტატიამე ბერი ვარ, სიტყვა ღმერთს შევფიცე, ეს როგორ უნდა ამიკრძალოს ს მეუფე სტეფანე?
შემდეგი სტატია“სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ შეგარჩენთ” –  ნიკა მელია დმანისში ოპოზიციაზე თავდასხმას ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური