მთავარისიახლეებიგანმუხურის გემ-ბიბლიოთეკაში ერთი კაიუტა ნიკა კვარაცხელიას სახელობის იქნება

განმუხურის გემ-ბიბლიოთეკაში ერთი კაიუტა ნიკა კვარაცხელიას სახელობის იქნება

Published on

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გემი-ბიბლიოთეკის მოწყობის იდეას ახმოვანებს, სადაც ერთი კაიუტა ტექნოლოგიებს მიეძღვნება და თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას სახელობის იქნება.

“ეს განმუხურის სანაპიროა. აქ ერთ წელიწადში გემი-ბიბლიოთეკა მოეწყობა, რომლის მთავარი მხარდამჭერი ეროვნული ბიბლიოთეკა იქნება. ბესიკ არახამიასა და ზუგდიდელ ბიბლიოთეკართა გუნდთან ერთად ჩვენც შევიტანთ მცირე წვლილს – თავდაპირველად გემბანი-სამკითხველო იგეგმება, რომელსაც კარცერ-ლუქს-კაიუტები მოჰყვება. ერთი კაიუტა ტექნოლოგიებს მიეძღვნება, რომელიც შესანიშნავი ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას სახელობის იქნება.
ეს გემი ნაპირზე დგას, მაგრამ ყველაზე დიდ მანძილს გაივლის და ერთმანეთს სწორედ ასეთი გემებით დავუბრუნდებით ჩვენ და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები – წიგნისა და განათლების.
#გემიბიბლიოთეკა სახელად #მესიაკონი
#ეროვნულიბიბლიოთეკა”- წერს გიორგი კეკელიძე

სიახლეები

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...