მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანი ,,თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა, ეს ხელისუფლებისთვის მძიმე დარტყმა იქნება, ...

თეა წულუკიანი ,,თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა, ეს ხელისუფლებისთვის მძიმე დარტყმა იქნება, მას დისკუსიაში ვერავინ მოუგებს”

Published on

 

სუსის დახურულ ფაილებში, დეტალურადაა გაშიფრული თეა წულუკიანის სატელეფონო საუბარი უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესთან, რომელთანაც ის პოლიტიკურ ამბებს განიხილავს. როგორც უსაფრთხოების აგენტები წერენ, ამ კომუნიკაციის დროს იუსტიციის მინისტრმა დეტალურად აუხსნა მეგობარს, რატომ არის საშიში “ქართული ოცნებისთვის” სააკაშვილის დაბრუნება ქვეყანაში და დაუსაბუთა, რით სჯობია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აბსოლუტურად ყველას მთელ “ქართულ ოცნებაში”.

2018 წლის ჩანაწერში, თეა წულუკიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, შოთაძის გადაყენების გამო და ამბობს, რომ ის იყო პროკურორი, რომლის ბრალის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის და თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა, ეს ხელისუფლებისთვის მძიმე დარტყმა იქნება, რადგან წულუკიანი ფიქრობს, რომ მესამე პრეზიდენტს დისკუსიაში ვერავინ მოუგებს.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი უკმაყოფილოა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობით და მას “რბილ მინისტრს” უწოდებს.

წულუკიანი ახსენებს ირაკლი კობახიძესაც და თვლის, რომ ქართული ოცნების მოქმედი თავმჯდომარე არაადეკვატურია და ერთი სული აქვს, როდის დაემხობა ხელისუფლება.

ნანა კაკაბაძე მსგავსი შინაარსის საუბარს ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ მუდმივად აქვს განცდა, რომ უსმენენ.  კაკაბაძე იმასაც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილზე საუბარი არაერთ პოლიტიკოსთან ჰქონია.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...