მთავარისიახლეებიპოლიტიკასტანო: ევროკავშირი სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო ნაბიჯებს დგამს

სტანო: ევროკავშირი სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო ნაბიჯებს დგამს

Published on

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირი საქართელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალებთან დაკავშირებით შესაბამის ნაბიჯებს დგამს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში სტანო აღნიშნავს, რომ დიპლომატების, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის საუბრების ფარული მიყურადება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევაა.

“ეს ძალიან სერიოზული საქმეა, რადგან მას მნიშვნელობა აქვს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის აღსრულების ფარგლებში. ჩვენ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, როგორც ამას ვაკეთებთ მსგავს სიტუაციებში, მაგრამ ინციდენტის სავარაუდო ხასიათიდან გამომდინარე, ახლა მეტს ვერ ვიტყვით”. – უთხრა სტანომ რადიო თავისუფლებას.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

მასალების მიხედვით, სუს-ი უსმენს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბარს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...