ხობში ძლიერი წვიმისგან რამდენიმე სოფელი დაზარალდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.
ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია ადგილზე გაეცნო.
სტიქიით გამოწვეული ზარალის მოცულობას შესაბამისი კომისია ითვლის და დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან შესაბამის დახმარებას მიიღებენ.