“ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის”.- ევროპარლამენტარი კალიურანდი

0
286

“ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის”. – ამბობს ფორმუ ლასთან ინტერვიუში ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი 13 სექტემბერს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ,  და გამოთქვამს იმედს , რომ მომხდარზე ხელისუფლების რეაგირება შესაბამისი იქნება.

“რა თქმა უნდა, ეს საკითხი, ჩანაწერების საკითხი, რომლებმაც გაჟონა, გუშინ განვიხილეთ ევროპარლამენტში, როდესაც გამოყენებული იყო ეს ჩანაწერები პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ოპოზიციის წინააღმდეგ. ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის.

მე არ მინდა სპეკულაციაში შევიდე ამ ჩანაწერების ავთენტიკურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა ნათლად განვაცხადო: ჯაშუშობა და მოსმენა — ეს იქნება დიპლომატების, ოპოზიციის, ეს იქნება სამღვდელობის, მმართველი პარტიის — ეს არ არის დემოკრატიული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების შესაბამისი შტო საქართველოში ძალიან ყურადღებით გააანალიზებს ამ შემთხვევას, მონახავს იმ ადამიანებს, ვინც ჯაშუშობდა და შესაბამისი ზომები იქნება განხორციელებული”, — განაცხადა კალიურანდმა ფორმულას თარგმანის მიხედვით.

წინა სტატიაგიგი უგულავა: ფოთში კარტელებისა და ოლიგარქების ეპოქა არ მთავრდება, მაგრამ ეს ქალაქი არ იქნება თქვენი საჯიჯგნი
შემდეგი სტატიანონა გაფრინდაშვილმა სარჩელი წარუდგინა ლოს-ანჯელესის სასამართლოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური