დევნილი პოეტის მოულონელი შეხვედრა ყოფილ პრემიერმინისტრთან ვენაში

0
318

ავსტრიაში ნარკოტესტის ჩასაბარებლად ჩასულ გიორგი გახარიას  ვენის ქუჩებში შემთხვევით საქართველოდან დევნილი ზვიად რატიანი შეხვდა.

რატიანი, რომელიც სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი სამართალდამცველების მხრიდან სწორედ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს გახდა, ამ უსიამოვნო შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“გუშინ გადავეყარე მაგ ტიპს ვენაში. ძალით რომ ვერ იზამ, ისე პირდაპირ. “ნივიჟუც” რომ არ სცოდნია საცოდავს, რომ ვერ მოასწრო. წამების ამბავია. ნაბიჭვარო-მეთქი, ვუთხარი და ჩემი ჭკუით წავედი. არადა, გავჩერებულვარ, ისიც მოტრიალდა…

51 წლის ვხდები, რამდენი რამ მინახავს, ასეთი არარაობა, ასეთი ჩაფსმული არავინ. სადღაც 10-15 წუთი ვფიქრობდი ოღონდ მეორედ არ შემხვდეს, თორემ ვცემ-მეთქი. არადა, არაა მაგდენის ღირსიც, მერე დავწყნარდი, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, ასეთი ქვეშაფსიები რომ ცვლიან ჩემი შვილების მომავალს. უნდა მეცემა, ვიცი, მაგრამ ისეთი *ლე იყო, ისეთი ჩაფსმული, ხელი არ მოექნეოდა” – წერს რატიანი Facebook-ზე.

წინა სტატიასაქართველოს საპატრიარქო სუს-იდან გამოჟონილი მასალების გავრცელებას ეხმაურება.
შემდეგი სტატიაიაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანება – რაზეა საუბარი სუსის საიდუმლო ჩანაწერებში?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური