მთავარისიახლეებისამართალიმაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

Published on

 

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მასა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.

მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ  დაზარალებულების დაკმაყოფილება ინვესტორების მხრიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს.

პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე – უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა როგორც გარანტორი და დიდება უფალს, რომ დამთავრდა, – ამის შესახებ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 5 დიდი ობიექტია დასასრულებელი, დანარჩენზე კი სარემონტო დამამთავრებელი სამუშაოები მიდის.

„ახლა ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი დასრულდება

ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე. .

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის, “მაგნოლიას” ეპიზოდსაც მოიცავდა.

სიახლეები

ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და შანტაჟი; სასოწარკვეთილი და შეშინებულია – გახარია

მოვისმინეთ, რომ ფულის გამო, მილიარდების გამო, ქვეყნის საგარეო ინტერესებით ვაჭრობდა - ასე აფასებს გიორგი...

ქართულ ქარტიაზე ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მან...

ზუგდიდში შსს-ს პოლკოვნიკი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან "საეჭვო ოჯახის წევრთა" პირადობის მოწმობებს ითხოვდა, ეს თანამშრომლები საერთაშორისო დამკვირვებლებს შევახვედრეთ – ანა წითლიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ პოლკოვნიკი პოლიკარპე ჯღამაძე ზუგდიდში...

26 ოქტომბერს საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს – ჯო უილსონი

მიუხედავად ომის დამნაშავე პუტინის უკანონო ოკუპაციისა და ავაზაკების გაგზავნისა მოლდოვის მომავლის მოსაპარად, გაბედულმა მოლდოველებმა...