მთავარისიახლეებისაზოგადოებასაიდუმლო ჩანაწერების თანახმად, გურამ ფალავანდიშვილი ლგბტ დროშიანი დრონისთვის სხვა დრონის დაჯახებას...

საიდუმლო ჩანაწერების თანახმად, გურამ ფალავანდიშვილი ლგბტ დროშიანი დრონისთვის სხვა დრონის დაჯახებას გეგმავდა

Published on

გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი 2019 წლის 8 ივლისისთვის დრონის მოძიებას და ლგბტ დროშიანი დრონისთვის დაჯახებას გეგმავდა.

“ეროვნული ძალების გაერთიანების წევრი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი განმარტავს, რომ თავადაც უნდა მოიძიოს დრონი, რომელსაც განმეორებით აფრენის შემთხვევაში დააჯახებდნენ ლგბტ დროშიან დრონს”, — წერია ფაილში.

2019 წლის 8 ივლისს პარლამენტის შენობასთან, სადაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და ლევან ვასაძის ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობდა, ლგბტ დროშამ გადაიფრინა. დროშა დრონზე იყო მიმაგრებული. გავრცელებულ ფაილებში ვკითხულობთ, რომ გარდა დრონის დაჯახების გეგმისა, ფალავანდიშვილის ორგანიზაციის წევრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცდილობენ ლგბტ დროშიანი დრონის აფრენის ლოკაციის დადგენას.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნო

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...