მთავარისიახლეები„მთავარის“ ოპერატორს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის მარცხენა ბარძაყის მოტეხილობა აქვს

„მთავარის“ ოპერატორს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის მარცხენა ბარძაყის მოტეხილობა აქვს

Published on

ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი, რომელიც ქარელში, „ქართული ოცნების“ შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, თბილისში, „ნიუ-ჰოსპიტალის“ კლინიკაში იმყოფება.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტისთვის ჩატარებული მენჯ-ბარძაყის კვლევით, ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზეა ეჭვი.

„26 წლის მამაკაცია შემოყვანილია, სხეულის მრავლობითი დაზიანებით. პაციენტი შემოყვანისას არის კონტაქტური, ადეკვატური. აღენიშნება ექსკორეაციები, ტკივილი, მენჯ-ბარძაყის კვლევით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზე არის საეჭვო რენდგენოლოგიური სურათი, რის გამოც პაციენტი გადაყვანილია დამატებით რენდგენოლოგიურ კვლევებზე. ასევე ჩატარდება გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა“, – განაცხადა ექიმმა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარზე გუშინვე დაიკითხა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია. ადვოკატის ინფორმაციით, ბექა ყორშიამ გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, გამოძიება კი არასათანადო კვალიფიკაციით არის დაწყებული.

„პოლიციელებს აინტერესებთ, რა მოხდა და როგორ მოხდა ლევან აბლოთიას გადმოგდება, რის შესახებაც ბექა ყორშიამ მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. არასათანადო კვალიფიკაციით არის გამოძიება დაწყებული. არც მომავალში მაქვს ოპტიმისტური იმედი ამ გამოძიებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ: „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათი ოპერატორი ქარელში მდებარე „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, თავად პარტიაში კი აცხადებენ, რომ „ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა“.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...