მიხეილ სააკაშვილი: გუშინ ღამე მოკლეს თავის თაობის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა – ნიკა კვარაცხელია

0
256

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას ეხმაურება

,,გუშინ ღამე მოკლეს თავის თაობის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა – ნიკა კვარაცხელია მოკლეს დაუნდობლად საკუთარ სახლთან და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლის.

ჩემთვის არის პირადად მძიმე დღე. მე არ ვიცნობდი ნიკას, მაგრამ ვიცოდი რას აკეთებდა და მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რაც ხდება საქართველოში.

დაუსჯელობის, გარყვნილობის, თავგასულობის და ამ ყველაფრის წახალისების – საქართველოს ჭაობად ქცევის, სადაც ნიჭიერი ადამიანი ვეღარც ჩერდება და საერთოდ ვეღარც ცოცხლობს!

ეს უნდა დასრულდეს!
ეს ჭაობი თუ არ დასრულდა, საერთოდ არანაირი შანსი არ გვაქვს მომვალის!”

ცნობისათვის: ნიკა კვარაცხელია სულ 20 წლისა იყო, გამორჩეული ნიჭის ახალგაზრდა. საფრანგეთში ისწავლა, უნდოდა თავისი ნიჭი საკუთარი ქვეყნისთვის მიეძღვნა. თავისი სპეციალური კომპიუტერული პროგრამა შექმნა, რომელიც განათლების სამინისტრომ დაამტკიცა. ასეთი ახალგაზრდა გუშინ დაცხრილეს, მოუსპეს მომავალი

წინა სტატიაანზორ მელია რუხის მოსახლეობას შეხვდა [Video]
შემდეგი სტატიაროგორ ესროლეს ნიკო კვარაცხელიას – სათვალთვალო კამერის კადრები “ფორმულამ” გაავრცელა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური