ზურა ჯაფარიძემ საკუთარი “შკოდა” დალეწა – საპროტესტო პერფორმანსი სუს-ის შენობის წინ

0
241

გირჩი — მეტი თავისუფლების წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სიმბოლურად შკოდა ოქტავია დალეწეს. ამით მათ უკანონო მიყურადება გააპროტესტეს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მანქანა მათი საკუთრებაა.

“ეს მორდორი არის დასანგრევი, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, პირველი რაც არის გასაკეთებელი, ეს საგიჟეთი არის დასამთავრებელი. ამათი სიმბოლოა შკოდა ოქტავიები, რომლითაც დადიან. ეს მორდორი უნდა დაინგრეს, დაილეწოს და დაიფშვნას ზუსტად ისე, როგორც ამათი სიმბოლო — შკოდა ოქტავია დაილეწება ახლა”, — განაცხადა ჯაფარიძემ ფეისბუქლაივში.

პერფორმანსის დროს პოლიციამ პარტიის ორი წევრი დააკავა.

წინა სტატიასაიდუმლო ჩანაწერების თანახმად, გურამ ფალავანდიშვილი ლგბტ დროშიანი დრონისთვის სხვა დრონის დაჯახებას გეგმავდა
შემდეგი სტატია,, პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ- ეს საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალია”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური