ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: წულუკიანმა თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, უცებ არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში

0
233
,,ჩემი მოღვაწეობის პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს ვყოფილვარ კურატორი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოში, რასაც ცალსახად ვადასტურებ და მინდა თეა წულუკიანს მივმართო, თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, უცებ არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში.”- თქვა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად პარტია საქართველოსთვის წევრმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა წულუკიანის ბრალდრბის პასუხად..
 მისი თქმით, აუცილებელია დოკუმენტების გავრცელებაზე გამოძიების ჩატარება და ის იქნება პირველი, ვინც ყველაფერს გააკეთებს სიმართლის დასადგენად.”მე პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და ამ ყველაფერს აეხადოს ფარდა, რა თქმა უნდა, ნათელი უნდა მოეფინოს ყველაფერს — ჯერ უნდა დადასტურდეს აღნიშნული დოკუმენტების ავთენტურობა, უნდა გაირკვეს საერთოდ აქ რა არის სიმართლე და რა არა, და ამის შემდგომ უნდა გაკეთდეს დასკვნები. ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ჩემთვის.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფარული  ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოთქვეს ვარაუდი გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანისვილის ჩართულობასთან დაკავშირებით. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა, რომ მას “ლეგიტიმური კითხვები აქვს”.

წინა სტატია,, პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ- ეს საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალია”
შემდეგი სტატიააშშ-მ შესაძლოა უკრაინას რკინის გუმბათი მიჰყიდოს ან გადასცეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური