მთავარისიახლეები„ქართულ ოცნებას" არავინ ეკითხება, სურს თუ არა მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები -...

„ქართულ ოცნებას” არავინ ეკითხება, სურს თუ არა მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები – ბადრი ჯაფარიძე

Published on

ქართულ ოცნებას” არავინ ეკითხება, სურს თუ არა მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს, – ეს განცხადება დღეს პარლამენტში ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა, რითაც ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერთა განცხადებები იმის თაობაზე, ადგილობრივ არჩევნებში 1% რომ აიღონ, პარლამენტის ვადამდელი არჩევნები მაინც არ ჩატარდება, ერთადერთ მიზანს ემსახურება – მოხდეს ამომრჩეველთა დემოტივაცია და ადამიანები საარჩევნო ყუთთან არ მივიდნენ.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, მმართველი პარტიის ლიდერთა სურვილია, დანერგონ განცდა, რომ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და ამ ხრიკებს არავინ არ უნდა წამოეგოს.

„არა მხოლოდ კუბილიუსის, არამედ ევროპარლამენტარების პოზიციაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულოს. ამისთვის ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული. მათ ყველა ვალდებულების შესრულება აუცილებლად მოუწევთ, მათ შორის იმ ვალდებულების შესრულებაც, რაც ასე უხეშად დაარღვიეს. რაც შეეხება 43%-თან დაკავშირებით განსაზღვრულ ვალდებულებას, “ქართულ ოცნებას” არავინ ეკითხება, მას სურს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს. “ქართული ოცნების” მხარდაჭერა არა თუ 43%-ზე დაბალია, არამედ არის ბევრად უფრო დაბლა, ვიდრე 40%. მათი მხარდაჭერა თბილისში მაქსიმუმ 20%-25%-ს შეადგენს. ჩვენს თანამოქალაქეებს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება – “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა იყოს გასტუმრებული!” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...