ქარელში, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე ჟურნალისტ ბექა ყორშიაზე და ოპერატორ ლევან აბლოთიაზე თავდასხმა მოხდა
“მთავარი არხის” ჟურნალისტის ბექა ყორშიას ინფორმაციით, მმართველი პარტიის შტაბში გადამღებ ჯგუფს თავიდანვე აგრესიულად დახვდნენ და იყო ფიზიკური დაპირისპირება. ყველაფერი გადაღებულია.
ჩვენი ოპერატორი, ლევან აბლოთია “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულის მოაჯირიდან გადმოაგდეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. პოლიცია მოვიდა ძალიან გვიან. ჩემზეც იყო ფიზიკური ზეწოლა.
“ყველაზე სიგიჟე ის იყო, რომ თვითონ ქართული ოცნების წევრებმა, ვინც შტაბში იმყოფებოდნენ, არ გვითხრეს მისამართი, რომ სასწრაფოსთვის გვეთქვა, სად ვიყავით […] ათამდე ადამიანი იდგა და ვეხვეწებოდი, რომ ეთქვათ. ბოლოს [სასწრაფოს] ვუთხარი, რომ რაღაცის წინ არის, იმის გვერდით არის და ასე შევეცადე ამეხსნა”, — იხსენებს ინციდენტის დეტალებს ჟურნალისტი ბექა ყორშია.
ლევან აბლოთია ამ დროისთვის გონზეა, ექიმები ვარაუდობენ, რომ ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზიანებული ძალიან ბევრგან. – ამბობს ყორშია “მთავარი არხის” ეთერში