მთავარისიახლეებიპოლიტიკაგავრცელებული მასალებით, სუს-ი ელჩებს უსმენს

გავრცელებული მასალებით, სუს-ი ელჩებს უსმენს

Published on

მედიის ინფორმაციით, 13 სექტემბერს გავრცელებული მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ იფორმაციას ასახავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ელჩებს უსმენს.

მასალების მიხედვით, სუს-ი უსმენს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბარს.

ფორმულას ინფორმაციით, უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა.

“მიღებული ინფორმაციით, ა.წ. 8 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ესაუბრა თანაშემწეს, პაულა კავრალის, რომელსაც განუცხადა, რომ ხვალ, 9 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტში მღვდელმთავრებთან ჩანიშნული შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით საათ-ნახევარი”. – ფორმულას ცნობით, წერია მასალებში.

ასევე, ფორმულას ინფორმაციით, მასალებში აშშ-ის ელჩის პირად საუბრებთან დაკავშირებით წერია:

“8 თებერვალს, 10:07 სთ-ზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თანაშემწე, ნინო ნანობაშვილი დაუკავშირდა სასულიერო აკადემიის ლექტორს და პროტოპრესვიტერს, გიორგი ზვიადაძეს, რომელსაც დაუდასტურა, რომ კელი დეგნანის მოადგილე, ელიზაბეტ რუდი, სვანეთის სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება 6 თებერვალს.

ამერიკელების კონტაქტები და ვიზიტები საპატრიარქოში აიყვანეთ კონტროლზე. ზვიადაძე აკონტროლეთ”.

მედიის ცნობით, დოკუმენტში საქართველოში ისრაელის ელჩზე, რან გიდორზე წერია:

“საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს აცნობა, რომ ქუთაისი მიტროპოლიტმმა, იოანე გამრეკელმა საღვთო ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია და ქრიასტიანთა მდევნელი, ურწმუნო მოდგმა უწოდა. ელჩის თქმით, იგი მომხდარს უყურადღებოდ ვერ დატოვებს და გეგმავს ოფიციალური განცხადების გავრცელებას”.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...