გახარიას გუნდში საბანაძისა და ხოჯევანიშვილის შესაძლო დაკავებას არ გამორიცხავენ

0
302

“არაფერს გამოვრიცხავთ” – ასე უპასუხა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, გამორიცხავენ თუ არა სუს-ის ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით პარტიის წევრების, კახა საბანაძისა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის დაკავებას.

საკითხი დღის წესრიგში პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ დადგა, რომელმაც თქვა, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის გახარიას გუნდის წევრების ჩართულობის კუთხითაც.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, პარტია პოლიტიკური პასუხისმგებლობას იღებს “ოცნების” მმართველობის დროს მიღწეულ წარმატებებსა და წარუმატებლობაზეც, მათ შორის იმაზეც, რომ ვერ შეძლეს “ამგვარი მეთოდებით პოლიტიკური ანგარიშსწორების” დასრულება.

“ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ “ოცნების” მმართველობის დროს მიღწეულ, როგორც წარმატებაზე, ასევე წარუმატებლობაზეც, და “ოცნების” დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით იმაზეც, რომ მანდატის ფარგლებში, თუნდაც რეფორმების კუთხით, ვერ შევქმენით საკმარისი ფუნდამენტი, რომ ამგვარი მეთოდებით, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, უმსგავსობას ერთხელ და სამუდამოდ მოღებოდა ბოლო. თუმცა ის, რასაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ, წარმოუდგენელია და მიუღებელია. ამის ჩამდენმა პირებმა, კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამასთან აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია, ამ მასალების არსებობის შესახებ “ოცნების” ლიდერებმა ირიბად დაადასტურეს”, – თქვა ლილუაშვილმა.

გახარიას გუნდის წევრები საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელშიც სახალხო დამცველი და უცხოელი ექპსერტები იქნებიან ჩართული.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.

ამასთან, პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა, “მთავარმა არხმა” გუშინვე დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წინა სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ეს არის დესტრუქციული ოპოზიციის, სააკაშვილის შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ
შემდეგი სტატია„ქართულ ოცნებას” არავინ ეკითხება, სურს თუ არა მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები – ბადრი ჯაფარიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური