მთავარისიახლეებიმსოფლიოBBC: თალიბანის დანიშნული მთავრობის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

BBC: თალიბანის დანიშნული მთავრობის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

Published on

თალიბანმა ავღანეთის ახალი მთავრობა დაამტკიცა. მთავრობის მეთაურად მოლა ჰასან ახუნდი დაინიშნა, მის  მოადგილედ კი დაჯგუფების თანადამაარსებელი მოლა აბდულ ღანი ბარადარი, რომელსაც ბევრი მთავრობის მეთაურად მოიაზრებდა.

BBC-ის  ცნობით, უთანხმოება დაიწყო ქაბულში, ახალი მთავრობის შედგენისას, მოლა აბდულ ღანი ბარადარსა და მინისტრთა კაბინეტის წევრს, კერძოდ    ლტოლვილთა მინისტრ ხალილ ურ-რაჰმან ჰაკანის შორის შელაპარაკებით , შემდეგ კი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მათი მხარდამჭერები .

მხარეები ვერ შეთანხმდნენ ვინ იყო თალიბანის გამარჯვებაში მთავარი წვლილის შემტანი.  პრემიერმინისტრის მოადგილე, მოლა ბარადარი უკმაყოფილო იყო მათი დროებითი მთავრობის სტრუქტურით.

მოლა ბარადარი თვლის, რომ აქცენტი მის და მის მსგავს დიპლომატებზე უნდა გაკეთდეს, საპირისპიროდ კი, ჰაკანის ქსელის წევრები თვლიან, რომ წარმატებას სწორედ მათი ბრძოლით მიაღწიეს

მოლა ბარადარი იყო თალიბანის პირველი წარმომადგენელი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს ტელეფონზე პირდაპირ ესაუბრა. 2020 წელს მასსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მან აქამდე ხელი მოაწერა დოჰას შეთანხმებას, რომელიც თალიბანსა და აშშ-ს შორის გაფორმდა და ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანას ეხებოდა.

გასულ დღეებში, მას შემდეგ, რაც მოლა ბარადარი სახალხოდ არ ჩანდა, არსებობდა დაუდასტურებელი ინფორმაცია ჯგუფის შიდა დაპირისპირების შესახებ. ვარაუდობდნენ, რომ მოლა ბარადარი მოკლეს, თუმცა ეს შემდეგში არ დადასტურდა.

რაც შეეხება ხალილ ჰაკანს, ის ქსელის გავლენიანი წევრია და   კავშირშია ავღანეთში მომხდარ სისხლისმღვრელ ტერაქტებთან. აშშ-ს ის ტერორისტულ დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული. ჯგუფის ლიდერია სირაჯუდდინ ჰაკანი, რომელსაც აქვს კავშირები ალ-კაიდასთან და FBI-ის ძებნილთა სიაშია. სირაჯუდდინ ჰაკანი დღეს ავღანეთის ისლამური საამიროს შინაგან საქმეთა მინისტრია.

 

 

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...