მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვამაყობ, რომ თქვენი თანამებრძოლი ვარ'' - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ქართველ სამხედროებს

,,ვამაყობ, რომ თქვენი თანამებრძოლი ვარ” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ქართველ სამხედროებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება, გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომლის ადრესატები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი მოსამსახურეები და ვეტერანები არიან.

„მინდა მივმართო საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებს, სამხედრო მოსამსახურეებს. ძალიან ვამაყობ იმით, რომ თქვენი თანამებრძოლი ვართ. ვამაყობ იმით, რომ თქვენთან ერთად შევქმენი პრაქტიკულად ტილიანი, გაუბედურებული, განადგურებული ჯარიდან, ნამდვილი, ბრძოლისუნარიანი, საამაყო საბრძოლო შენაერთები, რომლებმაც მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი.

თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით. მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ ჯარი არ სჭირდება საქართველოს. გახსოვთ, მრავალი წელი კრძალავდა სამხედრო აღლუმებს. რამდენიმე ათეულ ოფიცერს კონვერტში უხდის ხელფასს იმისათვის, რომ მათ არ შეუქმნან პრობლემები და გააკონტროლონ დანარჩენი ჯარი.

სამაგიეროდ, ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, არ წყდება. ბინები, შეღავათები, მივლინებები – მთელი ეს წლები ნაწილდება ნეპოტიზმით, ნაცნობობით, ნათესაობით და არავითარ შემთხვევაში, დამსახურებებით. საუკეთესო ოფიცრები გააქციეს ჯარიდან და დანარჩენების გაქცევაზე უჭირავთ თვალი. აღჭურვა მკვეთრად შესუსტდა და ვარჯიშები პრაქტიკულად ნულზეა ჩამოყვანილი.

ეს არის სამარცხვინო და შეუთავსებელი ქართველი კაცის სულთან. ივანიშვილს სჭირდება ფარჩაკი, განადგურებული, სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიმართვის დასკვნით ნაწილში შეახსენებს ქართველ სამხედროებს, რომ ისინი ასევე არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მოახლოებულ არჩევნებში.

„ჩვენ ერთად უნდა მოვემზადოთ. საქართველო გადასარჩენია ამ უზურპატორი ხელისუფლებისგან, რომელმაც მოიპარა არჩევნები გასულ წელს, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელიც ყოველდღიური ძალადობით და მუქარებით ინარჩუნებს კაბინეტებს.

მოგმართავთ, როგორც ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში როგორც მოქალაქეებს: ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად, არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის. საქართველოს სჭირდება ახლა შველა. თქვენი პატრიოტიზმის და თქვენი განსაკუთრებულობის იმედი მაქვს. თქვენი და ჩვენი გმირი ვეტერანების. ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...