მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მესამე პრეზიდენტი სტრასბურგში შეხვედრებს მართავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სტრასბურგში შეხვედრებს მართავს.

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში შეხვედრებს მართავს.

ის ევროპარლამენტარებს და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს ხვდება.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში გუშინ, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრით დაიწყო, რომლის დროსაც მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს.საუბარი შეეხებოდა ასევე შარლ მიშელის დოკუმენტს და “ქართული ოცნების” მიერ ამ შეთანხმების დარღვევას.

შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობებზეც.

,,ახლა იყო მსჯელობა, როგორ ჩავიდე ისე, რომ ეს მოემსახუროს მიზანს, საქართველოში განმტკიცდეს დემოკრატია და ევროკავშირის ხელშეკრულება ბოლომდე იქნას შესრულებული და დაცული. ევროკავშირის ხელშეკრულებაში წერია, რომ ეს არის რეფერენდუმი, საქართველს არსებული ხელისუფლებისადმი ნდობის თაობაზე.

საერთოდ არავის დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი უფლება, ვიყო ჩემს ქვეყანაში, ჩემ ხალხთან, საუბარი იყო, ტაქტიკურად როგორ სჯობს. მე რა, თქმა უნდა, მივიღებ ჩემ გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში. ჩემი გადაწყვეტილება მე მაქვს მიღებული, რომ ამ არჩევნებზე მე ჩავალ, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ვიბრძვით ბოლომდე, ჩემი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, რომ არ მივცეთ საშუალება გამოვიდნენ ევროკავშირის ხელშეკრულებიდან. ეს ხელშეკრულება არის ძალაში. ის ლაპარაკი, რომ ერთმა მხარემ თქვა რომ გავედით, აქ მიუღებელია, ეს დოკუმენტი ძალაშია და მას შემდეგ რაც ისინი მიიღებენ 43%-ზე ნაკლებს, ამის შემდეგ ევროპა ბოლომდე მიაწვება, რომ მათ დანიშნონ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მთავარი არსი ამ შეხვედრის არის ეს.

რატომ იძახიან, რომ მაინც არ დავუნიშნავთ 1%-რომ მივიღოთო, რომ ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე? დღეს აქ მითხრეს, რომ ამ შედეგის მიხედვით, ბოლომდე მოხდება ზეწოლა, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის მეორე ნახევარში მიხეილ სააკაშვილი ევროპული სახალხო პარტიის, ასევე, მწვანეთა პარტიის წევრებსაც შეხვდება.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...