პროკურატურამ გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო

0
349

პროკურატურამ გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამასთან  განცხადებაში საუბარია არა ღია წყაროზე ატვირთულ ფაილებზე, არამედ  “მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე”.

“საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”, — წერია განცხადებაში.

უწყება მოუწოდებს, ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ.

“ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები.

ასევე ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან.” — ვკითხულობთ განცხადებაში.

 

წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილს ყოველთვის აღიზიანებდა ქართული ეკლესია და იყო პატრიარქის პირადი მტერი, მე ვარ ამის მოწმე”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური