მთავარიUncategorizedნიკა მელია: ,,ქვეყანა ჭაობში იფლობა. გვისმენენ და გვითვალთვალებენ ყველას, ერსაც და...

ნიკა მელია: ,,ქვეყანა ჭაობში იფლობა. გვისმენენ და გვითვალთვალებენ ყველას, ერსაც და ბერსაც”

Published on

 

ქვეყანა ჭაობში იფლობა .  – წერს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია სუს-ის მიერ მომზადებულ მასალებზე

უწყება, რომელიც სახელმწოფოს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, ზრუნავს მხოლოდ ერთიკაცის გამრუდებული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე და იმაზე, რომ მას ძალაუფლება არ შეერყეს.

უწყება, რომელიც სახელმწიფოს მტრებს უნდა დასდევდეს, უთვალთვალებდეს, უსმენდეს, დასდევს ყველას სახელმწიფოს მტრების გარდა. გვისმენენ და გვითვალთვალებენ ყველას, ერსაც და ბერსაც.
და რაც მთავარია, დღეს საზოგადოებას ქალაქების მერებად ტენიან მათ, ვინც გუშინ სწორედამ მოსმენებით, თვალთვალითა და მიყურადებით იყო დაკავებული.

ბინძურ ამაგს უფასებენ და გეშავენ რომ ახლა უკვე ღიად და დაუფარავად მართონ ქვეყანაბინძური მეთოდებით.
და ჩვენც უნებლიედ, ისევ ამ ჭუჭყიან საცვლებში ქექვის თანამონაწილეები ვხდებით, ვხურდავდებით და დროს, ენერგიას ვფლანგავთ იმის გარკვევასა და მოსმენაში ვინ ვის რაუთხრა, ვინ ვისთან იდგა, იჯდა და ა.შ.
არადა ჩვენ თაობას აქვს შანსი, დიდი საქმეები გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ქვეყანამ თავი დააღწიოს ამ კოშმარს, ხელისუფლებაში იყოს მრავალფეროვნება და არა მხოლოდ ერთიფერი, როგორც დღესაა.

ჩვენ იმაზე მეტი შეგვიძლია ვიდრე გვგონია, მთავარია მოვიკრიბოთ ძალა, ნებისყოფა, მტკიცეარა ვუთხრათ ამ ბინძურ რეჟიმს, ვირწმუნოთ ჩვენი გამარჯვების და ხალხიც ირწმუნებს!
გამარჯვების რწმენა გადამდებია და როცა გწამს გამარჯვების, გამარჯვება გარდაუვალია!

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...