მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილს ყოველთვის აღიზიანებდა ქართული ეკლესია და იყო პატრიარქის...

მიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილს ყოველთვის აღიზიანებდა ქართული ეკლესია და იყო პატრიარქის პირადი მტერი, მე ვარ ამის მოწმე”

Published on

ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის განადგურება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა იქიდან, მან მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, არ გამოუვიდა ჯერჯერობით და მას ძალიან აღიზიანებდა ყოველთვის ქართული ეკლესია და ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი, მე ვარ ამის მოწმე არაერთხელ. ზუსტად ვიცი რაზე ვსაუბრობ. აქედან წამოვიდა ის უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორები და ახლა კომპრომატების შეგროვება და ათასი უბედურება.

ვინც იძახის ივანიშვილი იმას აგრძელებს, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდაო, მინდა შეგახსენოთ თუ სკლეროზი არ გაწუხებთ,ერთი შემთხვევა მაინც ვინმეს ახსოვს, როცა ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები?! თუ ვინმე ნაძირალა ცალკე რაღაცას აკეთებდა, მე ნამდვილად არ ვიცი და რომ გამეგო ნამდვილად დავსჯიდი.

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...