მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპარლამენტარი კუბილიუსი: თუ ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, ზეწოლას მოვახდენთ, რომ რიგგარეშე არჩევნები...

ევროპარლამენტარი კუბილიუსი: თუ ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, ზეწოლას მოვახდენთ, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

Published on

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის თქმით,  თუ ადგილობრივ არჩევნებში ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, ისინი ზეწოლას მოახდენენ, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ამის შესახებ ის მთავარ არხს ესაუბრა.

“გვსურს ვიხილოთ შემდეგი, ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, უნდა შესრულდეს. ეს არის საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას. თუ ქართული ოცნება ამ ადგილობრივ არჩევნებში 43% ვერ დააგროვებს, მაშინ ჩვენ ზეწოლას მოვახდენთ, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როგორც ამ შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული”, – თქვა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საქართველოს შანსი ჰქონდა 8 მარტისა და 19 აპრილის შეთანხმებების საფუძველზე კრიზისიდან გამოსულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

“ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველო ბევრს კარგად პროევროპულ გზაზე. ის ადრე ლიდერი იყო, ახლა კი ლიდერია პრობლემების რაოდენობით”, – თქვა კუბილიუსმა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...